23
ივნისი
პროექტი "კინო სკოლაში"
ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეები ჩართული იყვნენ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებულ პროექტში, რომლის მიზანია კინოხელოვნების პოპულარიზაციის გზით მოზარდებში ანალიტიკური აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარება.
პროექტის "კინო სკოლაში" ფარგლებში გაიმართა 10 ონლაინ და 3 ფიზიკური შეხვედრა. ონლაინ შეხვედრები მოიცავდა პლატფორმაზე "კინოს კუთხე" მუშაობასა და აქტივობას კინოთემატიკის სხვადასხვა დავალების სახით.
შეხვედრების ფარგლებში ნანახი და განხილული ფილმები: 1. მიხეილ კობახიძის ფილმები: “ქოლგა”, “ქორწილი”, “მუსიკოსები”; 2. ჩარლი ჩაპლინის "ბიჭუნა”; 3. ჩარლი ჩაპლინის “ოქროს ციებ-ცხელება”.
- კინოსპეციალისტი: მარი მსხალაძე.
- პროექტის კოორდინატორი: თამარ დევაძე.