22
მაისი
პროექტი "ქართული ხალხური მუსიკალური საკრავები"
ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა სასკოლო გარემოში შეისწავლეს ქართული-ხალხური მუსიკალური საკრავები და მათ შესახებ პრეზენტაციები მოამზადეს.
პროექტის დასკვნით ეტაპზე, ქართულ-ხალხურ ანსამბლ ,,იბერიონსა" და ,,ნანინას" ესტუმრნენ, გაეცნენ რეპეტიციის პროცესს და ისიამოვნეს ხალხური სიმღერების ცოცხალი შესრულებით.
ანსამბლის ლოტბარმა, ნათია ჯანგველაძემ ბავშვებს სხვადასხვა მუსიკალური საკრავები დეტალურად გააცნო და რამდენიმე მოსწავლემ მათთვის საინტერესო ინსტრუმენტზე დაკვრაც კი სცადა.
აღნიშნულმა აქტივობამ ბავშვებში დიდი ინტერესი გამოიწვია.
- პროექტის ავტორები, მუსიკის მასწავლებლები - ნათია ჯანგველაძე და სოფიო შერვაშიძე.