ილიას კვირეული

ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში "ილიას კვირეული" მოეწყო.

კვირეულის ფარგლებში მოწვეული გვყავდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი - ოთარ გოგოლიშვილი, რომელმაც ლექცია ჩაატარა თემაზე: ილია ჭავჭავაძე და აჭარა. 🖇️აღნიშნულ ლექციას ესწრებოდნენ IX-XII კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები.

ამავე კვირეულის ფარგლებში, XI კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ბათუმის ილია ჭავჭავაძის მუზეუმში, სადაც მოისმინეს ისტორია ილია ჭავჭავაძის ცხოვრება-მოღვაწეობისა და ბათუმში ვიზიტის შესახებ, შემდეგ კი, მოსმენილი ინფორმაციისა და საგაკვეთილო პროცესში შეძენილი ცოდნის საფუძველზე, შექმნეს და გააფორმეს გაზეთი.

მუზეუმის წარმომადგენლებმა სასწავლო პროგრამაში მონაწილე მოსწავლეებსა და პედაგოგს გადასცეს სერტიფიკატები. ამასთან, მოსწავლეებმა ილიას შემოქმედებაზე დაყრდნობით წარადგინეს თავიანთი რეფერატები შემდეგ თემებზე: • "ჩატეხილი ხიდი"; • "თაობათა შორის დაპირისპირება".

მასწავლებელი და პროექტის ხელმძღვანელი: თამარ დევაძე.