ალეკო ჭელიძე

მოხარულნი ვართ გაგიზიაროთ ჩვენი სკოლის 2025 წლის კურსდამთავრებულის, ალეკო ჭელიძის წარმატება!

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა ულოცავს ალეკო ჭელიძეს იტალიის John Cabot University-ის თავისუფალი მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვას.

JCU ერთ-ერთი უდიდესი უნივერსიტეტია იტალიაში, რომლის 7 კამპუსი ქალაქ რომში მდებარეობს. უნივერსიტეტში მსოფლიოს 75 ეროვნების დაახლოებით 2000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. აქ კურსდამთავრებულები პრივილეგირებულნი იქნებიან სწავლა გააგრძელონ ისეთ მსოფლიო დონის უნივერსიტეტებში როგორებიცაა: ჯონს ჰოპკინსი, ოქსფორდი, კემბრიჯი, ლონდონის ეკონომიკის სკოლა, და მრავალი სხვა.