ევროპის კვირეული

ევროპის კვირეულის ფარგლებში, ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლის  მე-7, მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა თემატური პრეზენტაციები და კედლის გაზეთები წარმოადგინეს.


აღნიშნული აქტივობის მიზანია :

  • ევროპული ფასეულობების გაცნობა - კვირეული ეხმარება მოსწავლეებს უკეთ გაიგონ ისეთი ღირებულებები, როგორიცაა: დემოკრატია, კანონის უზენაესობა, თანასწორობა და ადამიანის უფლებები;
  • ევროპის ისტორიისა და კულტურის გაცნობა - მოსწავლეები ეცნობიან ევროპის ქვეყნების მრავალფეროვან კულტურას, ისტორიას, ტრადიციებს, რაც ხელს უწყობს ტოლერანტული გარემოს ჩამოყალიბებას;
  • სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება - კვირეული აძლიერებს მოსწავლეების ინტერესს საზოგადოებრივ პროცესებში მონაწილეობაზე, მათ შორის ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობებზე, ევროპული ინტეგრაციის მიზნებსა და გამოწვევებზე;
  • მომავლისთვის მზაობა - მოსწავლეები უკეთესად ერკვევიან საერთაშორისო ურთიერთობებში და იმ შესაძლებლობებში, რაც ევროპასთან თანამშრომლობას უკავშირდება (სწავლა, გაცვლითი პროგრამები, კარიერა).


ღონისძიების ორგანიზატორი: სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნათია კაკალაძე.