08
მაისი
სკოლებს შორის შეჯიბრი კარტინგში
Batumi Karting Club-ის მოედანზე ჩატარდა ბათუმის სკოლებს შორის შეჯიბრი კარტინგში. აღნიშნულ შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებმა.
გუნდური მაჩვენებლის თანახმად ბათუმის ქართულ-ამერიკულმა სკოლამ მოიპოვა III საპრიზო ადგილი.
ინდივიდუალური შედეგების მიხედვით VIII-XII კლასის მოსწავლეებს შორის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა: დათა პატარიძემ.
ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა ულოცავს შეჯიბრში მონაწილე ყველა მოსწავლეს მიღწეულ წარმატებას!
შეჯიბრის ორგანიზატორი: Batumi Karting Club