06
მაისი
ოცნების ავტომობილი
ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ტოიოტა ცენტრ ბათუმის მიერ ორგანიზებულ ხატვის საბავშვო კონკურსში ,,ოცნების ავტომობილი''.
Gasb-ის მოსწავლეებმა საპრიზო ადგილები მოიპოვეს სამ ასაკობრივ კატეგორიაში:
- 7 წლამდე მოსწავლეთა კატეგორია - ვერიკო ვარშალომიძე;
- 8-11 წლამდე მოსწავლეთა კატეგორია - გუგა ბერიძე,ანასტასია ადაძე;
- 12-15 წლამდე მოსწავლეთა კატეგორია - ანასტასია ჭოხონელიძე. გამარჯვებული ნაშრომები გაიგზავნება ტოიოტას მსოფლიო კონკურსზე Toyota Dream Car Art Contest.
GASB-ი ულოცავს მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას!