29
აპრილი
Spelling Bee
შეჯიბრების ტრადიცია გრძელდება.
25 აპრილს უამრავი გასბელი მოფუსფუსე ფუტკარი ერთმანეთს ინგლისური სიტყვების სწორად დამარცვლაში შეეჯიბრა.
ვიხილეთ ჭკუის, სიტყვებისა და მართლწერის ქარიშხალი! სადაც ასოები დაფრინავდნენ "A"-დან "Z"-მდე. ჩვენი ბრწყინვალე კონკურსანტები ტოლს არ უდებდნენ ერთმანეთს.
გამოვლინდა საუკეთესო მოსწავლეები, რომელებმაც უშეცდომოდ დამარცვლეს სხვადასხვა სირთულის სიტყვა.
- I ადგილი -იოანე ცაავა;
- II ადგილი- ანა ბერიძე;
- III ადგილი -ანასტასია აბულაძე.
ფინალისტებს გადაეცათ წარმატების სიგელები, ხოლო გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებითა და პრიზებით.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის ინგლისური ენის პედაგოგები: ნინო ვარშანიძე და ანა დიასამიძე.
GASB-ი ულოცავს მონაწილეებსა და გამარჯვებულებს მიღწეულ წარმატებას!