შეეხე ისტორიას ხელებით

 საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში – ,,შეეხე ისტორიას ხელებით", გონიოს კვლევით ცენტრში ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის VI ბ კლასის მოსწავლეებისათვის ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე, ,,რომაული თამაშები”.

მოსწავლეები გაეცნენ ძველ რომაულ სანახაობებს, თამაშებს და მიიღეს ინფორმაცია მათი აქტივობების შესახებ. მოინახულეს გონიოს განახლებული მუზეუმი და დაათვალიერეს იქ არსებული ექსპონანტები.

ღონისძიების ორგანიზატორი ისტორიის პედაგოგი: ვერიკო მირცხულავა.