ინგლისური ენის დღე
23 აპრილი ინგლისური ენის დღეა!
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, 2010 წლიდან ინგლისური ენის დღე 23 აპრილს აღინიშნება.
ეს თარიღი შემთხვევით არ შერჩეულა . 23 აპრილს, შექსპირის, მსოფლიო დრამატურგიის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული წარმომადგენლის, დაბადებისა და გარდაცვალების დღეა.
შექსპირს ძალიან დიდი დამსახურება მიუძღვის თანამედროვე ინგლისური ენის ფორმირებაში, მან ასობით ახალი სიტყვა შემატა ინგლისურ ენას.
დღეს მსოფლიოში ინგლისურ ენაზე 1.75 მილიარდი ადამიანი (ყოველი 4 ადამიანიდან 1) საუბრობს და ის სულ უფრო ხშირად გამოიყენება სასაუბროდ განსხვავებული მშობლიური ენის მქონე ადამიანებს შორის.
ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ინგლისური ენის სწავლებას. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები, სკოლის დასრულებისთანავე იღებენ მოწვევებს მსოფლიოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გასაგრძელებლად.