პორტრეტების გაცოცხლება

ხელოვნების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში განხორციელდა პროექტი: “პორტრეტების გაცოცხლება”.

ამ საინტერესო და შემოქმედებითი პროექტის მიზანი იყო ცნობილი მხატვრების პორტრეტების გაცოცხლება.

მოსწავლეებმა ხელოვნების მასწავლებლის რეკომენდაციით შეარჩიეს ცნობილი მხატვრების ცნობილი პორტრეტები და სცადეს მათი ხელახლა შექმნა – არა ფუნჯით, არამედ კოსტიუმებითა და გრიმით.

ბავშვები იქცნენ ნიკო ფიროსმანის, ლეონარდო და ვინჩის, ფრიდა კალოს, იან ვერმეერის, ვან გოგის, პაბლო პიკასოსა და სხვა დიდი მხატვრების შედევრების ცოცხალ ვერსიებად. ისინი არა მხოლოდ გარეგნულად დაემსგავსნენ პერსონაჟებს, არამედ ეცადნენ გადმოეცათ მათი განწყობა და ხასიათიც.

პროექტის მსვლელობისას მოსწავლეებს განუვითარდათ შემდეგი უნარები:

  • შემოქმედებითი აზროვნება – იფიქრეს განსხვავებულად, როგორ გადმოეცათ სახე და ემოცია რეალურ ცხოვრებაში;
  • ვიზუალური აღქმის უნარი – ყურადღებით დააკვირდნენ ფერებს, ფორმებსა და დეტალებს;
  • აუმაღლდათ ცნობიერება სახელოვნებო მიმართულებით – უკეთესად გაიცნეს მხატვრები და მათი შემოქმედება.

ღონისძიების ორგანიზატორები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლები:

  • ლიკა იობიძე;
  • ლია ბაჯელიძე;
  • ნათია ოსეფაიშვილი.