ხელოვნების მსოფლიო დღე
ხელოვნების მსოფლიო დღე ყოველწლიურად 15 აპრილს აღინიშნება, რათა ხაზი გაესვას ხელოვნების მნიშვნელობას ადამიანთა ცხოვრებაში. ხელოვნების მსოფლიო დღის აღნიშვნა ხაზს უსვამს ხელოვნების წვლილს განვითარებული, ლიბერალური და მშვიდობიანი სამყაროს ჩამოყალიბებაში. UNESCO-ს გენერალურმა ასამბლეამ ხელოვნების მსოფლიო დღის აღნიშვნა გენიალური ხელოვანის, ლეონარდო და ვინჩის საპატივცემულოდ, მხატვრის დაბადების დღეს 15 აპრილს დააწესა.
"ყველა ბავშვი ხელოვანია, სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ დარჩე ხელოვანი ზრდასრულობაში" - პაბლო პიკასო.
"თუ თქვენ გესმით ხმა, რომელიც ამბობს რომ თქვენ არ შეგიძლიათ ხატვა, მაშინ აუცილებლად დახატეთ და ეს ხმა გაჩუმდება" - ვინსენტ ვან გოგი.
"ხელოვნებაში არ არის წესები, რადგან ხელოვნება თავისუფალია." - ვასილი კანდინსკი.