14
აპრილი
დედაენის კვირეული - III კლასი
GASB-ში დედაენის კვირეულია.
დაწყებითი საფეხურის III კლასის მოსწავლეებმა დედაენის კვირეულის ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს ვიქტორინაში, კალიგრაფიის კონკურსში და მხატვრული კითხვის კონკურსში.
მოსწავლეებმა შეასრულეს სხვადასხვა ტიპის სახალისო დავალებები.
ვიქტორინის მიზანი იყო:
- მოსწავლეებში სხარტი აზროვნებისა და ჯგუფური მუშაობის უნარების განვითარება;
- ინტერესის გაღვივება მსგავსი აქტივობების მიმართ;
- ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოყენება;
- საკომუნიკაციო უნარების განვითარება.
გამარჯვებული გუნდის წევრები გახლავთ:
- გიორგი ქამადაძე;
- ვალერია ვარშანიძე ;
- ევა წივწივაძე;
- ვასილისა აგაფონოვა ;
- ჯეკო ბერიძე;
- მართა მიქელაძე;
- ალექსანდრა აბაშიძე;
- ემილიანა მიქელაძე.