9 აპრილი

9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ორ მნიშვნელოვან მოვლენას აერთიანებს - 1989 წლის ტრაგედიასა და 1991 წლის დამოუკიდებლობის აღდგენას.

1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. დაღუპულებს შორის, რომელთა რიცხვმა 21 შეადგინა, უმეტესობა ქალები იყვნენ, მათ შორის სკოლის მოსწავლეებიც. დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე ადამიანი , ამას გარდა, იყვნენ დაჭრილებიც.

1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად მეორე წელს , 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაიწერა ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ!

9 აპრილი ჩვენთვის არა მხოლოდ ის დღეა, როდესაც პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის გასწირეს თავი, არამედ ეს დღე არის ქართველი ერის ძალიან დიდი ერთსულოვნების დღე!