03
აპრილი
ბავშვთა განვითარების ცენტრი მოზაიკა
ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით „ბავშვთა განვითარების ცენტრ მოზაიკის“ ქცევითმა თერაპევტმა ირინა დავითაძემ და მეტყველების თერაპევტმა შორენა წულეისკირმა ჩაატარეს შეხვედრა ჩვენი სკოლის IV, V და VI კლასის მოსწავლეებთან.
შეხვედრაზე განხილული იქნა აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლის შესაძლო თავისებურებები, საჭიროებები, მათი მხარდაჭერისა და მათთან დამეგობრების გზები.
შეხვედრის ორგანიზატორი: ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის ფსიქოლოგი მარიამ რომანაძე.