აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა
2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა.
2007 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღედ გამოაცხადა.
აუტიზმი მიეკუთვნება ნეიროგანვითარების თავისებურებას და ხასიათდება სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა და ქცევის სირთულეებით.
აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას, მათი საზოგადოებაში თანასწორი ჩართულობის უზრუნველსაყოფად.
თუმცა აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნა ემსახურება უფრო მეტს ვიდმე მხოლოდ ცნობიერების ამაღლებაა, ის მოგვიწოდებს სწორი ქმედებისკენ. აღნიშნული საჭიროება დასტურდება ბოლოდროინდელი კვლევებით, სადაც გამოკითხულთა 41% აღნიშნავს რომ არ იცის როგორი მხარდაჭერა უნდა გაუწიოს აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანს.