30
მარტი
ქალი, დედა, გაზაფხული
ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა გამართეს ღონისძიება ,,ქალი, დედა, გაზაფხული''.
მოეწყო საყვარელი დედიკოების პორტრეტების გამოფენა.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები: ,,ქალი მეცნიერები'' ,,ქალი მუსიკოსები'' და ,,ქალი მათემატიკოსები''.
ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა ბათუმის ქართულ ამერიკული სკოლის ბენდმა ,,Street 117'' გიგა ცინცაძის ხელმძღვანელობით და ქალაქური და ხალხური სიმღერების გუნდმა ნათია ჯანგველაძის ხელმძღვანელობით.
განსაკუთებული მადლობა ხელოვნების პედაგობებს: ლიკა იობიძეს, ნათია ოსეფაიშვილს და ლია ბაჯელიძეს ღონისძიების წარმატებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
ძვირფასო დედებო კიდევ ერთხელ გილოცავთ დედის დღეს და ქალთა დღეს.