Skillwill STEM სკოლა

ბათუმის ქართულ-ამერიკულმა სკოლამ უმასპინძლა ბათუმში ახალგახსნილ Skillwill STEM სკოლის წარმომადგენლებს.

მოსწავლეები გაეცნენ STEM სკოლის შესახებ დეტალურ ინფორმაციას და მიიღეს შეთავაზება დაესწრონ სიმულაციურ გაკვეთილს და დაინტერესების შემთხვევაში ისარგებლონ ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი ექსკლუზიური ფასდაკლებით.

Skillwill STEM სკოლა ახალგაზრდებს პრაქტიკაზე დაფუძნებულ განათლებას სთავაზობს მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიის და მათემატიკის მიმართულებით.

სტემ სკოლაში მოზარდები შეისწავლიან კოდინგს, რობოტიკას, ინჟინერიას და სხვა ტექ მიმართულებებს ხალისით, ინტერაქტიული და პრაქტიკული მიდგომებით.