21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე

 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა.

დღევანდელი დღის მიზანია საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ, დავიცვათ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლებები და უზრუნველყოთ მათი მონაწილეობა აქტიურ ცხოვრებაში.

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის მასწავლებლებმა აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ცნობიერების ამაღლების მიზნით ინფორმაციული სახის პრეზენტაციები წარუდგინეს მოსწავლეებს.

ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა დახატეს ნახატები, გააკეთეს საინფორმაციო ბანერები და მოირგეს ფერადი წინდები, რაც სიმბოლურად გამოხატავს განსხვავებულობის მიღებასა და მხარდაჭერას.