21
მარტი
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა.
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წელს დაწესდა.
2025 წელს, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის გზავნილია - ,,გავაუმჯობესოთ ჩვენი მხარდაჭერის სისტემები"
ინკლუზია ნიშნავს არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სრულყოფილ ინტეგრაციას საზოგადოებაში, არამედ ყველა ადამიანისთვის თავისუფალ, თანასწორ, მშვიდობიან გარემოში ცხოვრებას.