პიროვნული განვითარებისა და ეფექტური კომუნიკაციების სალექციო კურსი

ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში კანტის აკადემიის " პიროვნული განვითარებისა და ეფექტური კომუნიკაციების პროგრამა" გრძელდება.

პროგრამა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ახალგაზრდების სწორ პიროვნულ განვითარებას, დაეხმაროს ახალი თაობის ლიდერებს საკუთარი თავის შეცნობაში და მათი მთავარი უპირატესობის აღმოჩენაში

  • თემა : ემოციური ინტელექტი და საკუთარი „მე“-ს პოვნა
  • ლექტორი: ეკატერინე ჩიგოგიძე, ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩი.  

სალექციო მოდულის ფარგლებში , სპეციალურად GASB-ის IX-X კლასის მოსწავლეებისთვის, თბილისიდან ბათუმს კიდევ რამდენიმე მოწვეული ლექტორი ეწვევა.