მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღის შესახებ

11 თებერვალი მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეა, რომლის აღნიშვნის მთავარ მიზანს მეცნიერი ქალების წახალისება და თანასწორუფლებიანობის ხელშეწყობა წარმოადგენს.

ეს თარიღი 2015 წლის 22 დეკემბერს “გაეროს” განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ინიციატივით დაარსდა.

ამ დღეს, გაერო მსოფლიოს სახელმწიფოებს, ყველა ადამიანს და ორგანიზაციას მოუწოდებს, მეცნიერებასა და განათლებაში ხელი შეუწყონ ქალების თანასწორ განვითარებას.

ქალების მეცნიერებაში ჩართულობის პოპულარიზაციის მიზნით, ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის ბუნებისმეტყველების საგნობრივი დეპარტამენტის ხელმძღვანელობით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა მოამზადეს და V-VI კლასების მოსწავლეებს წარუდგინეს პრეზენტაცია მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღის მნიშნვნელობისა და ქალი მეცნიერების ღვაწლზე მსოფლიო სამეცნიერო ცხოვრებაში.

ცნობიერების ამაღლების ხელშესაწყობად, მოსწავლეებმა დაამზადეს საინფორმაციო პოსტერები სხვადასხვა ცნობილ ქალ მეცნიერთა შესახებ, რომლებიც განთავსდა სკოლის საინფორმაციო სივრცეში.