წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე.

 2025 წლის 5 თებერვალი წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეა!

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის მიზანია შეუერთდეს საერთაშორისო ინიციატივას და გახდეს მსოფლიოს ამ მასშტაბური ღონისძიების ნაწილი.

დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა განსაკუთრებული აქტივობებით აღნიშნეს წიგნის საჯაროდ კითხვის დღე, რომელთა შორის იყო:

  • პერსონაჟის რუკის, თხრობის რუკის, წიგნუკების და დიორამების შექმნა.
  • წიგნის პერსონაჟების გაცოცხლება.

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელობით მოსწავლეები გაეცნენ წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებულ ინფორმაციას, მის მნიშვნელობასა და გლობალურ გავლენას წიგნიერებისა და განათლების მიმართულებით.

აქტივობის მეორე და მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ინგლისურ ენაზე წარმოდგენილი საინტერესო მოთხრობების ხმამაღლა და მხატვრულად წაკითხვა, სიუჟეტისა და პერსონაჟების გარჩევა და წაკითხულიდან გამომდინარე თემების ირგვლივ დისკუსიის წარმართვა.