05
თებერვალი
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეა!
2025 წლის 5 თებერვალი წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეა!
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნა 2010 წლიდან წამოიწყო არასამთავრობო ორგანიზაციამ LitWorld, რომლის საქმიანობა ეძღვნება ბავშვებისა და მათი თემების გაძლიერებას წიგნიერების დონის ამაღლების გზით.
,,იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!'' - სწორედ ამ სლოგანის გარშემო უკვე მე-15 წელია ერთიანდება პლანეტის 170-ზე მეტი ქვეყანა.
წიგნის საჯაროდ კითხვის დღე მნიშვნელოვანია, ვინაიდან:
- წიგნის სიყვარული და წიგნიერების დონის ამაღლება ეხმარება ბავშვებს ღირებულებების ჩამოყალიბებაში;
- საჯაროდ კითხვის პროცესში ჩართულობით, ხელი ეწყობა ადამიანებს შორის ემოციური კავშირების დამყარებას;
- ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას წიგნიერებისა და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის საჭიროებასთან დაკავშირებით.