პირველკლასელთა რეგისტრაცია!
I კლასელთა რეგისტრაცია ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში.
ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში დაიწყო I კლასის მოსწავლეთა რეგისტრაცია 2025-2026 სასწავლო წლისათვის.
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://shorturl.at/xzAV5
გთხოვთ შეავსოთ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის ყველა სავალდებულო ველი.
ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა სრულად უზრუნველყოფს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ასევე მოსწავლეებს სთავაზობს დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებას.
თანამედროვე რეალობისა და გამოწვევების გათვალისწინებით, სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უცხო ენებისა და მათემატიკის სწავლებას.
ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების შეძენაში მოსწავლეს დაეხმარება სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისათვის სკოლაში მოქმედი სპორტული, შემეცნებითი და შემოქმედებითი კლუბები.