27
დეკემბერი
საახალწლო ვიქტორინა 2024
ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის IV კლასებში ჩატარდა საახალწლო ვიქტორინა.
ვიქტორინა შედგებოდა სამი ტურისაგან და მოიცავდა ქართულის, მათემატიკისა და ბუნების საკითხებს.
მოსწავლეებმა შეაჯამეს ნასწავლი მასალა, ჩაერთნენ სახალისო და სააზროვნო აქტივობებში.
ღონისძიების თითოეულ მონაწილეს გადაეცა წარმატებისა და მონაწილეობის სერტიფიკატი.
ღონისძიების ორგანიზატორები:
- IVა კლასი - ნინო დობორჯგინიძე;
- IVბ კლასი - ქეთევან გორდელაძე;
- IVგ კლასი - მონიკა მოლაშხია;
- IVდ კლასი - ხათუნა ხარატი.