წელიწადის დროები

 ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის II კლასის მოსწავლეებმა გამართეს საახალწლო მეჯლისი “წელიწადის დროები”

პატარა მსახიობებმა არაჩვეულებრივი მუსიკალური და საცეკვაო ნომრებით გააცოცხლეს წელიწადის ყველა დრო. 

მათი შემოქმედებით კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს, რომ თითოეული დრო განუმეორებელი და აუცილებელია რათა შედგეს ბედნიერი, ზღაპრული წელი. წარმატებული ოთხი სეზონის შემდეგ დგება საინტერესო მოლოდინებითა და იმედებით აღსავსე შობა-ახალი წელი!

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის II კლასის მოსწავლეები გილოცავენ დამდეგ შობა-ახალ წელს!