05
დეკემბერი
უოლტ დისნეის დაბადების დღე
5 დეკემბერი ცნობილი ამერიკელი მხატვარ-მულტიპლიკატორის უოლტ დისნეის დაბადების დღეა! უოლტ დისნეის ძალიან უყვარდა ბავშვები, ამიტომ შექმნა ამდენი კარგი პერსონაჟი და გადაიღო არაჩვეულებრივი მულტფილმები.
დღეს ჩვენი სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა შეისწავლეს დისნეის ცხოვრებისა და მოღვაწეობის საინტერესო ეპიზოდები. ასევე გაეცნენ დისნეის მულტფილმების სიუჟეტებსა და პერსონაჟებს.
ბავშვებმა სიამოვნებითა და ხალისით განასახიერეს დისნეის მულტფილმების პერსონაჟები.
უოლტ დისნეისადმი მიძღვნილი დღე მოსწავლეებისათვის სახალისო და შემეცნებითი აღმოჩნდა.
‘‘All our dreams can come true, if we have the courage to pursue them'' - Walt Disney.