05
დეკემბერი
განცხადება!
ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა ერთსულოვნად იზიარებს, რომ ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა შესაძლებელია მხოლოდ სანდო და ერთგულ პარტნიორებთან ერთად. საქართველოს მომავალი დასავლეთის გარეშე ბუნდოვანია!
ევროინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის გათვიცნობიერებული არჩევანია, რაც ასახულია კიდეც კონსტიტუციის 78-ე მუხლში.
სკოლა გმობს ძალადობას და უერთდება საყოველთაო პროტესტს ევროინტეგრაციის დასაცავად. მტკიცედ გვწამს, რომ ჩვენი არჩევანია ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია! ყველა მოქალაქის ვალდებულებაა, იზრუნოს ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის!