14
ნოემბერი
ასტრიდ ლინდგრენისდმი მიძღვნილი დღე
14 ნოემბერს, მსოფლიოს ყველა ბავშვის ბებიის, ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეა. მისი კეთილი საქმეებით, ჰუმანურობითა და სიბრძნით, ის თითქოს დღესაც კვლავ ჩვენთანაა.
ასტრიდ ლინდგრენი - ის ადამიანია, რომელიც მუდმივად გვახსენებს, რომ ყველა ჩვენგანში ცხოვრობს ბავშვი.
ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღესთან დაკავშირებით დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში ჩატარდა სახალისო აქტივობები:
- I კლასის მოსწავლეები გაეცნენ ეპიზოდებს მწერლის შემოქმედებიდან და დახატეს მათთვის საინტერესო პერსონაჟები.
- II, III და IV კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს მწერლის შემოქმედებიდან სათავგადასავლო ეპიზოდები, შექმნეს დიორამები და გააცოცხლეს ასტრიდის პერსონაჟები: ბულერბიელი ბავშვები, პეპი, კარლსონი და სხვა .
- V-VI კლასის მოსწავლეები გაეცნენ მწერლის ცხოვრების საინტერესო ფაქტებს, უყურეს ფილმს ასტრიდ ლინდგრენის შესახებ, რის შემდეგაც შეამოწმეს მიღებული ცოდნა ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობით.
ასტრიდ ლინდგრენისდმი მიძღვნილი დღე მოსწავლეებისათვის სახალისო და შემეცნებითი აღმოჩნდა.