დაჯილდოების ცერემონია

ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში ჩატარდა დაჯილდოების ცერემონია, რომელიც ეძღვნებოდა კემბრიჯის გამოცდების შედეგებს.

Cambridge Assessment English - კემბრიჯის ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი ტესტია, რომელიც მოიცავს კითხვის, წერის, მოსმენისა და საუბრის უნარებს.

გაცნობებთ რომ ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლის Cambridge Assessment English-ის გამოცდისთვის მომზადებას სწავლების ყველა საფეხურზე.

კემბრიჯის გამოცდებისთვის მომზადება ჩვენს სკოლაში განსაკუთრებულ მიზანს ემსახურება, კერძოდ ამერიკისა და ევროპის უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების რეალურ შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს.

გამოცდის ჩაბარების შემდეგ მოსწავლეები იღებენ სერთიფიკატს, რომელიც აღიარებულია უნივერსიტეტების, დამსაქმებლებისა და სხვა ორგანიზაციების მიერ მთელს მსოფლიოში.

2023-2024 სასწავლო წელს ინგლისური ენის კემბრიჯის სასერთიფიკატო გამოცდა 68 მოსწავლემ წარმატებით ჩააბარა.

  • კემბრიჯის კურსის ხელმძღვანელი და საშუალო საფეხურის პედაგოგი: ეკატერინე ლებანიძე.
  • კემბრიჯის კურსის დაწყებითი და საბაზო საფეხურის პედაგოგი: ანა ზოიძე.

ვულოცავთ ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებს გამოცდის წარმატებით ჩაბარებას!