შემოუერთდი ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის აკადემიურ გუნდს

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა არცთუ ისე დიდი ხნის წინ, 2018 წელს შეიქმნა, თუმცა განვითარების სწრაფი ტემპითა და ინოვაციური მიდგომებით ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ღირსეული ადგილი დაიკავა.

განვითარების სწრაფი ტემპის კვალდაკვალ, სკოლის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანია ჩვენი სკოლის პროფესიონალთა აკადემიურ გუნდს შემოურთდნენ ადამიანები, რომლებიც ჩვენი სკოლის აღსაზრდელებს მისცემენ ცოდნას, რომელიც 21-ე საუკუნის გამოწვევებს უპასუხებს; დაეხმარებიან მათ შეინარჩუნონ ინდივიდუალიზმი და გაძლიერდნენ საკუთარი ინტერესებისა და მისწრაფებების შესაბამისად; ხელს შეუწყობენ GASB-ელებს ჩამოყალიბდნენ თავისუფალი აზროვნების მქონე პასუხისმგებლიან და დამოუკიდებელ მოქალაქეებად, რომლებსაც გაცნობიერებული ექნებათ ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობები.

პროფესიონალიზმთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია იყოთ მზად გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, რადგან გვჯერა, რომ ეფექტური ურთიერთთანამშრომლობა და სასურველი შედეგი, მხოლოდ ურთიერთპატივისცემით, აზრთა მიმოცვლით, მუდმივი დიალოგითა და ეთიკის მაღალი სტანდარტებით მიიღწევა.

თუ თვლით, რომ GASB ის ადგილია, რომელშიც დიდი სიამოვნებით იმუშავებდით და იმ მნიშვნელოვან საქმეს მოკიდებდით ხელს, რასაც GASB-ელების აღზრდა-განათლება ჰქვია, გახდებოდით ჩვენი პროფესიონალი აკადემიური გუნდის წევრი, ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა გაძლევთ შესაძლებლობას, თქვენ შესახებ მოგვაწოდოთ ინფორმაცია და დააფიქსიროთ ეს სურვილი.

  • რეგისტრაციის ელექტრონული ფორმა ხელმისაწვდომია ბმულზე: http://bit.do/ftGG6

შერჩეულ კანდიდატებს, მოვიწვევთ გასაუბრებაზე განაცხადის განთავსებიდან 1 თვის განმავლობაში.

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა გისურვებთ წარმატებას.