ჰელოუინის დღესასწაული 2024
ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში ჰელოუინის დღესასწაული გრანდიოზულად აღინიშნა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს VII - XII კლასის მოსწავლეებმა, რომლებიც ყოველწლიურად ემზადებიან აღნიშნული დღისთვის და ერთვებიან სხვადასხვა სახალისო აქტივობაში.
მოსწავლეებმა ელექტრონული ხმის მიცემის საშუალებით გამოავლინეს გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში:
საუკეთესო კოსტიუმი:
- ალექსანდრე ვარშანიძე;
- ელენე ჩხაიძე.
საუკეთესო წყვილის კოსტიუმი:
- გვანცა კორძაია და თამარ შერვაშიძე
საუკეთესო პედაგოგის კოსტიუმი:
- სოფიო შერვაშიძე.
სახალისო თამაშების გამარჯვებული მოსწავლეები:
- ნიკო შეშელიძე და გრიგორი გოგიტიძე.
გამარჯვებულებს გადაეცათ საჩუქრები.
საღამო მუსიკალურად გააფორმა ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის ბენდმა ,,STREET 117" და Mr Pejo Wandering Dolls street theatre - ,,Dekadance'' show წარმოდგენით.
შოუს "დეკადანსის" შესახებ: ქალაქის ცხოვრების აურზაურს უცნაური თეთრი არსებები ერევა. მკაცრი ნათურები, მზაკვარი ბუფონები, შეხებით უმწეო ლედი თეთრებში, ჭირვეული არლეკინი და გადამწყვეტი პილიგრიმი აუდიტორიას ატარებენ სარკეებისა და ნათურების თამაშში. ერთი მსუბუქი შეხებით ისინი საზოგადოებას თავიანთ სამყაროში ეპატიჟებიან.