LCC International University-ის სამ კვირიან საზაფხულო სკოლა
ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის X-XI კლასების მოსწავლეები იმყოფებიან ლიეტუვაში, LCC International University-ის სამ კვირიან საზაფხულო სკოლაში.
LCC-ის საზაფხულო სკოლაში სასწავლო პროცესს წარმართავენ ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოწვეული ლექტორები.
საზაფხულო სკოლა მიზნად ისახავს ინგლისური ენის ოთხივე უნარის (Listening, Reading, Writing and Speaking) განვითარებას. ინგლისური ენის გაკვეთილების პარალელურად მოსწავლეებს უტარდებათ ლექციები საჯარო გამოსვლების, პროექტებისა და ინგლისურენოვანი ლიტარატურის მიმართულებით.
ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები საგაკვეთილო აქტივობებში, რომელიც მოიცავს პრეზენტაციების წარდგენას, ჯგუფურ მუშაობას, წერითი უნარებისა და კრიტიკული აზროვნების განმავითარებას.
სასწავლო პროცესის პარალელურად მიმდინარეობს სახალისო კლუბური აქტივობები, გასართობი პროგრამა და შემეცნებითი ექსკურსიები.