მშობელთა ჩართულობა-წიგნის საათი

 ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის პროექტი  “მშობელთა ჩართულობა - წიგნის საათი” გრძელდება

 I ა კლასი

  •  პედაგოგი: ნათელა მახარაძე

 I გ კლასი

  • პედაგოგი: მაია მჟავანაძე

GASB-ი აერთიანებს მშობლებსა და მასწავლებლებს, რათა მათ ერთიანი ძალისხმევით შეუწყონ ხელი მოსწავლის აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას.

„მშობელთა ჩართულობა“ ნიშნავს მშობლების მონაწილეობას რეგულარულ, მრავალმხრივ კომუნიკაციაში, მოსწავლის სასწავლო პროცესში და სკოლის სხვადასხვა ღონისძიებებში.

 მშობლის მონაწილეობა შვილის განათლების პროცესში მოსწავლის განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს. კვლევების თანახმად, მოსწავლეები, რომელთა მშობლებიც აქტიურად მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროცესში, უკეთეს შედეგებს აღწევენ, იღებენ უკეთეს შეფასებებს , აქვთ უფრო მაღალი აკადემიური მიღწევები და უფრო ხარისხიანად შესრულებული საშინაო დავალებები, მათი დასწრების მაჩვენებელი უფრო მაღალია და გამოირჩევიან პოზიტიური ქცევით, კეთილგანწყობილი არიან სკოლის მიმართ და აქვთ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენა.

მადლობა, პროექტში ჩართულ ყველა მშობელს ,ერთობლივი მუშაობისთვის !