დამოუკიდებლობის დღე!

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ყველა ამერიკელს ულოცავს დამოუკიდებლობის დღეს!

1776 წელს დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღებამ გადამწყვეტი როლი შეასრულა ახალი ეპოქის შექმნაში შეერთებულ შტატებსა და მთელ მსოფლიოში.

ეს არის სისტემა, რომელიც ეფუძნება კანონის უზენაესობის პატივისცემას და დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, რომლებიც შექმნილია კომპრომისისა და კონსენსუსის საფუძველზე ფუნდამენტური თავისუფლებებისა და თანაბარი უფლებების დასაცავად.