GASB-ის პედაგოგების ტრენინგი "გაკვეთილის დაგეგმვა"

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლისთვის პედაგოგების პროფესიული წინსვლა მნიშნელოვანია , რის გამოც პერმანენტულად GASB-ში ტარდება მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ორიენტირებული პროფესიული ტრენინგები .

 საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციიის (სსიდა) ხელმძღვანელობით , განათლების პროგრამასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი "გაკვეთილის დაგეგმვა" , რომელშიც მონაწილეობა მიიღო GASB -ის ოცმა პედაგოგმა.

 ტრენინგის ფარგლებში მასწავლებლები გაეცნენ და იმსჯელეს შემდეგ საკითხებზე :

  •  გაკვეთილის დაგეგმვის თანამედროვე პრინციპები;
  •  გაკვეთილის დაგეგმვისთვის საჭირო თეორიული და პრაქტიკული ასპექტები;
  •  გაკვეთილის გეგმის სტრუქტურა;
  •  თანამედროვე სასწავლო მეთოდები და აქტივობები;
  •  კონკრეტული გაკვეთილისთვის საჭირო რესურსების შერჩევის და გამოყენების პრინციპები;
  •  გაკვეთილის შეფასების ტიპები და გაკვეთილის შეფასების რუბრიკები ;
  •  ჩატარებული გაკვეთილის თვითშეფასებისა და ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსიის წერის პრინციპები;