I კლასების შემაჯამებელი ღონისძიება

 ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართა 2023-2024 სასწავლო წლის პირველი კლასების შემაჯამებელი ღონისძიება.

მხიარული, საზრიანი, მეგობრული და ფერადი პირველკლასელები დაგვემშვიდობნენ დასკვნითი ღონისძიებით.

მოსწავლეებმა გააცოცხლეს ი. გოგებაშვილის მოთხრობები. წარმოგვიდგინეს, როგორც მუსიკალური ასევე საცეკვაო ნომრები.

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა ულოცავს პირველი კლასის მოსწავლეებს მნიშვმნელოვანი ეტაპის წარმატებით დასრულებას!