ევროკავშირის შესახებ

ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება საინტერესო პროექტი, რომელიც ეხება ევროკავშირსა და მისი ღირებულებების შესახებ სასკოლო მასალაში ინტეგრირებასა და სხვადასხვა საინტერესო აქტივობას.

ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში ჩატარდა გაკვეთილი, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს მოსწავლეებმა, გაიგეს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე, რომლებიც საუკუნეებია გრძელდება.

ისაუბრეს ევროპულ ღირებებულებებსა და ევროკავშირში გაწევრიანების პირობებზე.

პრეზენტაციების შემდეგ კი ითამაშეს შემეცნებითი და სახალისო სამაგიდო თამაში “ევროპის გზა”. სამაგიდო თამაშის დროს სწორედ ევროკავშირთან დაკავშირებულ სხვადასხვა ტიპის კითხვას უპასუხეს.

ღონისძიების ორგანიზატორები: თამარ დევაძე და ალექსანდრე ბახტაძე.