ინგლისური კითხვის კლუბი

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის ინგლისური კითხვის კლუბს სტუმრობდა და ერთი კვირის განმავლობაში საგაკვეთილო პროცესს წარმართავდა ლანეტ დელინგერი.

ლანეტ დელინგერი გახლავთ Global Partners for Education - ის აღმასრულებელი დირექტორი. 

პროფესორი ლანეტ დელინგერი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, 30 წელზე მეტია უზრუნვველყოფს მოსწავლეებისა და მასწავლებლების გადამზადებას ინგლისური ენისა და სწავლების თანამედროვე მეთოდებში.