ინგლისური ენის მართლწერის “Spelling Bee”- ს ფინალური ტური

 ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში ჩატარდა ინგლისური ენის მართლწერის “Spelling Bee”-ს ფინალური ტური.

მართლწერის კონკურსი ჩატარდა კემბრიჯის მიერ განსაზღვრულ A1-A2+ დონის შესაბამის ლექსიკურ ერთეულებზე, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ GASB-ის V-VI კლასის მოსწავლეები.

პირველ ტურში, რომელიც მოიცავდა მართლწერის დაცვას გამოვლინდა ათი ფინალისტი, ხოლო ფინალურ ტურში გამარჯვებული გახდა VI კლასის მოსწავლე მარიამ ძნელაძე.

ფინალისტებს გადაეცათ წარმატების სიგელი, ხოლო გამარჯვებული დაჯილდოვდა სერთიფიკატითა და პრიზით.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის ინგლისური ენის პედაგოგები ნინო ხაჩიძე და ანა ქურიძე.