03
ივნისი
ეტიუდი “ვეფხისტყაოსანი” - სიბრძნის წიგნი
დღეს ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში ჩატარდა კონფერენცია - ეტიუდი “ვეფხისტყაოსანი” - სიბრძნის წიგნი.
X კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს რეფერატული ნაშრომები თემებზე:
- ქართველი მწერლები “ვეფხისტყაოსანზე”;
- ქალთა სახეები “ვეფხისტყაოსანში”;
- მიჯნურობა “ვეფხისტყაოსანში”;
- მეგობრობა “ვეფხისტყაოსანში”;
- “ვეფხისტყაოსნის” ასტროლოგია.
ამასთან, გაითამაშეს ეტიუდები შემდეგი ეპიზოდებიდან:
- თინათინის გამეფება;
- თინათინისა და ავთანდილის თათბირი;
- ნესტან-დარეჯანისა და ტარიელის თათბირი.
შეასრულეს “თამარ მეფის კავატინა” დიმიტრი არაყიშვილის ოპერიდან “თქმულება შოთა რუსთაველზე”.
ღონისძიების მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
კონფერენცია - ეტიუდის ორგანიზატორი: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამარ დევაძე.