გეოგრაფიული კვირეული

 ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში დასრულდა გეოგრაფიული კვირეული.

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს VII, VIII, IX, X, და XI კლასის მოსწავლეებმა. თითოეულმა კლასმა წარმოადგინა შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული ერთი ქვეყანა თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, რელიეფით, კლიმატით, ისტორიული და კულტურული მახასიათებლებით.

აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციისას თითოეული კლასი წარმოდგენილი იყო შესაბამისი ქვეყნის ეროვნული სამოსით.

მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი ღონისძიებას, რომელიც ძალიან საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა მთელი სკოლისთვის.

გეოგრაფიული კვირეულის ფარგლებში ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის XI ა კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს თურქეთი.

მოსწავლეებმა იმუშავეს გუნდურად, ჰქონდათ სახალისო აქტივობები, თემატური ცეკვები და როლური თამაშები.

ქვეყნის კულტურის წარმოჩენისას, ჟიურის წევრებს დააგემოვნებინეს თურქული ტკბილეული და ტრადიციული კერძები.

გეოგრაფიული კვირეულის გამარჯვებული გახლავთ XI ა კლასი.

ღონისძიების ორგანიზატორი - გეოგრაფიის მასწავლებელი: გურანდა აბაშიძე.