გეოგრაფიული კვირეული - საბერძნეთი

გეოგრაფიული კვირეულის ფარგლებში ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის IX ბ კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საბერძნეთი.

მოსწავლეებმა იმუშავეს გუნდურად, ჰქონდათ სახალისო, შემეცნებითი აქტივობები, თემატური ცეკვები და როლური თამაშები. 

ქვეყნის კულტურის წარმოჩენისას, ჟიურის წევრებს დააგემოვნებინეს ბერძნული კერძები.

ღონისძიების ორგანიზატორი - გეოგრაფიის მასწავლებელი: გურანდა აბაშიძე.