პროექტი "მოვიარე საქართველო"

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის III კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტი "მოვიარე საქართველო".

მოსწავლეებმა ისაუბრეს საქართველოს კუთხეების ღირსშესანიშნაობებსა და ადათ-წესებზე, შეასრულეს თითოეული კუთხისადმი დამახასიათებელი ფოლკლორული ნომრები.

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!