გეოგრაფიული კვირეული - ბრაზილია

 22 მაისს ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში დაიწყო გეოგრაფიული კვირეული, რომელიც მეორე წელია ტარდება.

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობენ VII-XI კლასის მოსწავლეები.

კლასები შემთხვევითობის პრინციპით ირჩევენ სახელმწიფოებს და წარადგენენ ამ ქვეყნის გეოგრაფიულ მდებარეობას, რელიეფს, კლიმატს, ბიომრავალფეროვნებას, ისტორიას, კულტურას, ღირსშესანიშნაობას, ტრადიციასა და კულინარიას.

კვირეული გახსნა XI ბ კლასმა, რომელიც წარმოადგენდა ბრაზილიას.

მოსწავლეებმა იმუშავეს გუნდურად, ჰქონდათ სახალისო, შემეცნებითი და როლური თამაშები.

ქვეყნის კულტურის წარმოჩენისას, ჟიურის წევრებს დააგემოვნებინეს ცნობილი ბრაზილიური ყავა და ტრადიციული კერძები.

ღონისძიების ორგანიზატორი - გეოგრაფიის მასწავლებელი: გურანდა აბაშიძე.