24
იანვარი
GASB-ში პიროვნული განვითარებისა და ეფექტური კომუნიკაციების პროგრამა დაიწყო
ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში კანტის აკადემიის პიროვნული განვითარებისა და ეფექტური კომუნიკაციების პროგრამა დაიწყო .
კანტის აკადემიის პიროვნული განვითარებისა და ეფექტური კომუნიკაციების პროგრამა განკუთვნილია 13-დან 17 წლამდე მოზარდებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ახალგაზრდების სწორ პიროვნულ განვითარებას, დაეხმაროს ახალი თაობის ლიდერებს საკუთარი თავის შეცნობაში და მათი მთავარი უპირატესობის აღმოჩენაში.
პროგრამა მოიცავს შემდეგ თემებს:
- ლოგიკური და სხარტი აზროვნება
- შემოქმედებითი აზროვნება
- ინტელექტის კოეფიციენტის გაზრდა
- საკუთარი უპირატესობების პოვნა და მათი მართვა
- კრეატიული აზროვნების უნარების განვითარება
- ეფექტური პრეზენტაციისა და და კომუნიკაციის უნარები
- ლიდერობა
- წარმატების მიღწევის თანამედროვე სტრატეგიები
- ანალიტიკური აზროვნება
- ემოციური ინტელექტი და სტრესის მართვა
პირველი ლექცია თბილისიდან მოწვეულმა სპიკერმა, ცვატა ბერძენიშვილმა ინტერაქციულ რეჟიმში გამართა. სალექციო მოდულის ფარგლებში , სპეციალურად ჩვენი სკოლის IX-X კლასის მოსწავლეებისთვის, თბილისიდან ბათუმს კიდევ რამდენიმე მოწვეული ლექტორი ეწვევა.