9 მაისი - ევროპის დღე!

9 მაისი ევროპის დღე!

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპის კონტიტენტზე, თანდათანობით ძალას იკრებდა, „ერთიანი ევროპის“ ჩამოყალიბების იდეა. აღნიშნული იდეის გამხორციელება, გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან დაიწყო.

1950 წლის 9 მაისს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რობერ შუმანი პარიზში გამოვიდა განცხადებით, სადაც მან წამოაყენა ევროპული ინტეგრაციის იდეა.

შუმანის დეკლარაციამ, ევროპის კონტინენტის მომავალი შეცვალა.

დღეს: ევროკავშირი, მის 27 წევრ სახელმწიფოსა და თითქმის 446 მილიონ ადამიანთან ერთად, ამ დეკლარაციის 74-ე წლისთავს აღნიშნავს.

ყოველწლიურად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, 9 მაისი აღინიშნება, როგორც ევროპის კავშირის დაბადების დღე.

ეს დღე ჩვენს ქვეყანაში 2004 წლიდან აღინიშნება. ზოგადად კი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, მალევე დაიწყო.

30 წელიწადზე მეტია, რაც ევროკავშირი საქართველოში სხვადასხვა პროგრამებსა და პროექტებს აფინანსებს.

ევროპის დღე, ევროპის ქვეყნების: ერთიანობის მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფას ემსახურება.