02
მაისი
შემაჯამებელი ვიქტორინა
ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში VI კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ქართული ენისა და ლიტერატურის შემაჯამებელ ვიქტორინაში და კიდევ ერთხელ განამტკიცეს წლის განმავლობაში შესწავლილი მასალა.
ვიქტორინაში 4 გუნდი მონაწილეობდა.
გამარჯვებული გუნდის წევრები:
- ანდრია ბერიძე;
- ალექსანდრე ვარშანიძე;
- თეკლა ჩხიკვაძე;
- ლანა აბულაძე.
ღონისძიების ორგანიზატორები - ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები: მარიკა დუმბაძე და ნათია მახარაძე.