დედამიწის დღე

ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში ჩატარდა სახალისო აქტივობები:

I კლასის მოსწავლეებმა ნივთების მეორადი გამოყენების მიზნით წყლის ერთჯერადი ჭურჭელი გამოიყენეს ქოთნის დანიშნულებით და დარგეს მცენარეები.

II კლასის მოსწავლეებმა დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, შექმნეს დედამიწის ორი მოდელი:

  • 1. ,,ბედნიერი დედამიწა”
  • 2. ,,სევდიანი დედამიწა” 

III კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს პროექტი:

,,საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვა''

IV კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები და ძველ ნივთებს შესძინეს ახალი სიცოცხლე.

აქტივობა მოსწავლეებისათვის სახალისო და შემეცნებითი აღმოჩნდა.